ეს არ იქნება რომელიმე პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება - გახარია არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერმა დადებითად შეაფასა ახალი საარჩევნო სისტემა და მოსალოდნელი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ ისტორიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული, დინამიური, ემოციური, მაგრამ როგორც ჩვენ დღეს გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და დღეს პროცესშია ეუთო/ოდირის რეკომნენდაციების საკანონმდებლო ცვლილებები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი ამ პროცესს წარმატებით დაასრულებს... ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცესის საბოლოო შედეგი ქვეყანაში უნდა იყოს ღია, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩავატარებთ უმაღლეს დონეზე... ეს არ იქნება რომელიმე პარტიის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება, - განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ 1-ლი ივლისიდან ხელფასები გაეზარდათ პოლიციელებს, სასწრაფოს მედპერსონალს, სოფლის ექიმებსა და სოციალურ აგენტებს. 

მისივე თქმით, ორშაბათს მზად იქნება ფრენების განრიგი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

აბიტურიენტებს კი საგამოცდო სივრცეში შესვლის შემდეგ ექნებათ ნიღბის მოხსნის საშუალება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი