402 რუსული კომპანია ქართულ ბაზარზე | საქართველოს ბიუჯეტიდან რუსეთში გადარიცხული თანხის რაოდენობა კოლოსალურად იზრდება

გამოქვეყნდა:

რუსული კომპანიების რაოდენობა იზრდება და იზრდება თანხა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან პირდაპირ რუსეთში მიდის. დამოუკიდებელი მკვლევარები აქვეყნებენ ოფიციალურ მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიების ზრდა ძირითადად მსხვილი რუსული ბიზნესის ფილიალების რეგისტრაციასთანაა დაკავშირებული.

რისთვის დასჭირდათ რუსულ კომპანიებს ფილიალები საქართველოში ბოლო რამდენიმე თვეში - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ამ გააქტიურებას უკავშირდება. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ყველაფერი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკასთან და რუსეთის მიერ, საქართველოს დახმარებით, სანქციებისგან თავის არიდებასთან იყოს დაკავშირებული.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი