თორნიკე შენგელია რუსეთის არმიის სპორტული კლუბის კალათბურთელი ხდება

გამოქვეყნდა:

თორნიკე შენგელია რუსეთის არმიის სპორტული კლუბის კალათბურთელი ხდება - ინფრომაციას ევროპული ინტერნეტ-გამოცემა "ევროჰოპსი" ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ტრანსფერის დეტალებზე მძიმე მოლაპარაკებების შემდეგ ცსკა-სა და "ბასკონიას" შორის შეთანხმება  შედგა და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, უახლოეს მომავალში, სავარაუდოს, მოსკოვში გადაბარგდება.

ვებგვერდი ირწმუნება, რომ შენგელია ცსკა-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ფინანსური დეტალები კი არ ხმაურდება. თორნიკე შენგელიამ "ბასკონიაში" ექვსი წელი გაატარა და ბოლოს ესპანეთის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. ცსკა რუსეთის ყველაზე მდიდარი და სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი კლუბია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი