საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ბათუმში, იტალიის ნაკრები 28:19 დაამარცხა.
ცნობილია, რომ „ბორჯღალოსნებს“ იტალიელების წინააღმდეგ ჩატარებული 4 შეხვედრიდან ოთხივე წაგებული ჰქონდათ, შესაბამისად ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - საქართველოს ნაკრებს 6 ერის ტურნირზე შესვლისთვის მტკიცე არგუმენტი სჭირდებოდა, იტალიასთან გამარჯვება კი ამ მხრივ საჭირო იყო.
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ 1-ის წარმომადგენელი დაამარცხა და 6 ერის ტურნირზე შესასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა.