საქართველოში დღეს უკვე მესამე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 09:18 საათზე, სოფელ სამებასთან იყო. მისმა სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. 07:36 საათზე მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან, მისი სიდიდე 4.8 მაგნიტუდა იყო; 09:10 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა იყო საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან.