"ჩაწერილები არა ხართო..." - ხინჩეგაშვილი გარემოვაჭრეებს არ შეხვდა

გამოქვეყნდა:

გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი გარემოვაჭრეებს არ შეხვდა - "მერი არ შეგხვდა. ჩაწერილები არა ხართ და ვერ შეგხვდებათო" - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე, რომელიც დღეს მერიაში იმყოფებოდა. მათთან მხოლოდ მერის მოადგილე გამოვიდა და უთხრა, რომ თუ უკანონო საქმიანობას გააგრძელებენ, დაჯარიმდებიან.

გარემოვაჭრეებს დახლები გორში სამი დღის წინ აუშალეს. ადამიანები, ვისთვისაც ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ითხოვენ ვადას, რომ პროდუქციის ამოყიდვამდე მუშაობს გაგრძელების უფლება მისცენ, თუმცა უშედეგოდ. 

დღეს მათ საქმიანობის გაგრძელების საშუალება პოლიციამ და გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არ მისცა. ერთ-ერთი გარემოვაჭრე ამ დროს შეუძლოდ გახდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი