გახსენით აუზები! - ამ მოთხოვნით სპორტდარბაზებისა და აუზების წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა გამართეს.
აქციის ორგანიზატორები პროტესტის ამ ფორმით, კორონავირუსის პანდემიის გამო, დახურული სპორტდარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნას, მთავრობის შესაბამის უწყებასთან შეხვედრასა და ახსნა-განმარტებას ითხოვენ, თუ რატომ არის სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებში ინფიცირების მაღალი რისკი.