თამარ მეფის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად 1-მა ადამიანმა დამწვრობა მიიღო, დაკვამლიანებისას დაშავდა 10-მდე

გამოქვეყნდა:

თამარ მეფის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოქალაქე მსუბუქად არის დაშავებული. მას სავარაუდოდ კიდურების დამწვრობა აქვს მიღებული.

ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც 10-მდე მოქალაქეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. შენობიდან საჭირო გახდა მოხუცებისა და ბავშვების ევაკუაცია. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. 

ავტორი: ნინო გიგაური 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი