თამარ მეფის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოქალაქე მსუბუქად არის დაშავებული. მას სავარაუდოდ კიდურების დამწვრობა აქვს მიღებული.
ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც 10-მდე მოქალაქეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. შენობიდან საჭირო გახდა მოხუცებისა და ბავშვების ევაკუაცია. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ავტორი: ნინო გიგაური