ბოლო 6 თვის ტურისტული შემოსავლები | რომელი ქვეყნების მოქალაქეებმა დახარჯეს ყველაზე მეტი ფული საქართველოში

გამოქვეყნდა:

2022 წლის ექვს თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 1.14 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. რუსებმა წელს საქართველოში $219 მლნ დოლარი დახარჯეს, მეორე ადგილზე კი ბელარუსია, რომლებმაც 122.6 მლნ დოლარი დახარჯეს.

2022 წლის იანვარიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტურისტული შემოსავალი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

  • რუსეთი - $219 მილიონი, 247,149 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $885
  • ბელარუსი - $123 მილიონი, 41,955 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $2,922
  • ევროკავშირი* - $121 მილიონი, 97,496 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,240
  • თურქეთი - $109 მილიონი, 262,137 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $415
  • უკრაინა - $108 მილიონი, 70,903 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,523
  • ისრაელი - $105 მილიონი, 84,577 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,237
  • სომხეთი - $43 მილიონი, 195,770 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $218
  • აზერბაიჯანი - $39 მილიონი, 66,398 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $592
  • საუდის არაბეთი - $38 მილიონი, 29,763 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,277
  • ირანი - $31 მილიონი, 37,229 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $838

მთლიანობაში, საქართველოში 2022 წლის პირველ ნახევარში 1.43 მლნი ვიზიტორი იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი