ნიკა გოგაშვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გამოქვეყნებულ სუს-ის ფაილებს უკავშირდება

გამოქვეყნდა:

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ სუს-ის ფაილებს უკავშირდება.

ნიკა გოგაშვილის თქმით, ბრალდებები აბსურდულია.

"აბსურდული ბრალი, თურმე 2021 წელს რომ რაღაც ჩანაწერები გავრცელდა მამაჩემი იყო... როგორი მიზეზია იცით, რომ ალბათ კენედის მკვლელობასაც დააბრალებენ მამაჩემს", - თქვა ნიკა გოგაშვილმა.

გარდა ამისა, ნიკა გოგაშვილი ვარაუდობს, რომ დაკავება შესაძლოა, რამდენიმე საათით ადრე მამამისის მიერ გავრცელებულ პოსტსაც უკავშირდებოდეს, რომელშიც სოსო გოგაშვილი წერდა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბებაზე კონკრეტული მტკიცებულებები აქვს.

გოგაშვილის დაკავებიდან უკვე 11 საათზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა მუხლით ედავება მას გამოძიება. ძალოვანი უწყებები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

სპეცოპერაცია გოგაშვილის სახლში გვიან ღამით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა.

სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის სახლში. ასევე, საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც მისი მეორე შვილი ნიკა გოგაშვილი ცხოვრობს. პოლიციამ გაჩხრიკა გოგაშვილის მძღოლის სახლიც, ასევე სასტუმრო სიღნაღში.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა სახლებიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები წაიღეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი