დიპლომატებს ყველა ის მასალა აქვთ, რის გასაჯაროებასაც მამაჩემი აპირებდა - ნიკა გოგაშვილი

გამოქვეყნდა:

სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი არ გამორიცხავს, რომ წუხელ ჩატარებული სპეცოპერაცია მამამისის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდეს.

"არ არის გამორიცხული, ეგეც შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს. ფაქტია, [შეეშინდა ოცნებას], იმიტომ რომ იმ ღამესვე შემოვარდნენ, გეგონება ტერორისტები ვიყოთ", - ამბობს ნიკა გოგაშვილი.

მისივე თქმით, დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რომლის გასაჯაროებასაც სოსო გოგაშვილი აანონსებდა. 

"დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირისას და ამერიკისას. დალუქეს ტელეფონები, წაიღეს პლანშეტები, ელექტრო მოწყობილობები რა რის. ვინჩესტერებს ეძებდნენ და რაღაც ქაღალდებს. კამერებს აზიანებდნენ გარეთ, რატომ არ ვიცი", - თქვა ნიკა გოგაშვილმა.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო და იქ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. გოგაშვილი დაკავებულია, ამის ამსახველი კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა. 

აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. 

სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის სახლში. ასევე, საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც მისი მეორე შვილი ნიკა გოგაშვილი ცხოვრობს. პოლიციამ გაჩხრიკა გოგაშვილის მძღოლის სახლიც, ასევე სასტუმრო სიღნაღში.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა სახლებიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები წაიღეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი