სპეცოპერაციების სერია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ - სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების ბინები გაჩხრიკეს

გამოქვეყნდა:

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, პოლიციამ მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის სახლებიც გაჩხრიკა.

მათ შორის, სუს-ის და პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გონიოში, ნინო გოგაშვილის ბინაში, თბილისში - ნიკოლოზ გოგაშვილის ბინაში, ასევე მისი დაცვის წევრების სახლებსა და კახეთში მდებარე სასტუმროში. 

პოლიციამ ბინების ჩხრეკა უკვე დაასრულა, თუმცა უცნობია, რა ნივთმტკიცებულებები ამოიღეს ადგილიდან. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შვილების ბინებიდან ტელეფონები, ნოუთბუქები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები წაიღეს.

გარდა ამისა, ამ დრომდე უცნობია რა მუხლით დააკავეს სოსო გოგაშვილი.

სპეცოპერაცია გოგაშვილის სახლში გვიან ღამით დაიწყო. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი