სამგზის ევროპის ჩემპიონი, ერთგზის მსოფლიო ჩემპიონი - ეს ნებისმიერი სპორტსმენისთვის ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია, მით უმეტეს 19 წლის ასაკში.
მაგრამ ალექსანდრე წივწივაძის შთამბეჭდავი მიღწევები კიდევ უფრო დასაფასებელი ხდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის ნიჩბოსნობაში ასპარეზობს, სახეობაში, რომელიც საქართველოში მხოლოდ ახლა იკრებს პოპულარობას.