უკრაინაში ომი დაწყების დღიდან ევროპა ახალ გზებს ეძებს იმისთვის, რომ ნაკლებად იყოს დამოკიდებული აგრესორი რუსეთის ენერგომატარებლებზე. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც, ამაზე მეტყველებს ევროკომისიის პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტი და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
რას აკეთებს ამ დროს "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ფიქრობს თუ არა ალტერნატიული გზების მოძიებას, იმისთვის რომ საქართველოც არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზსა და ელექტროენერგიაზე.
ამ საკითხზე დღეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა. მან თქვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველომ ეს მნიშვნელოვანი შანსი ხელიდან არ გაუშვას, თუმცა, ამ ხელისუფლების პირობებში ამის მოლოდინი არ არის.
...ორი კლასტერი ყალიბდება და გამოიცანით, ვინ არის ამ ორი კლასტერის შუაში, საქართველო. საქართველო ზუსტად გეოგრაფიულ ცენტრში, ამ ორი კლასტერის შუაში. და გამოიცანით, საქართველოს გარდა ვის აქვს შანსი? სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე საუბრობენ ამ თემაზე. და ამ დროს ჩვენი პრემიერმინისტრი მიდის უზბეკეთში და წერილებს წერს ურსულა ფონ დერ ლეიენს... - ამბობს ნიკა გვარამია.
ოპოზიციაშიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს შესაძლებლობაა, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ვერ იყენებს.
იხილეთ ასევე: