ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ევროკომისიის პრეზიდენტი წერს, რომ მათი "მიზანია: გაორმაგდეს გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში რამდენიმე წელიწადში"
"ევროკავშირი ენერგეტიკის სანდო მომწოდებლებს მიმართავს.
აზერბაიჯანი ერთ-ერთი მათგანია.
დღევანდელი შეთანხმებით ჩვენ ვიღებ ვალდებულებას გავაფართოვოთ სამხრეთ გაზის დერეფანი, გავაორმაგოთ გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში.
ეს კარგი ამბავია ჩვენი გაზის მიწოდებისთვის ამ ზამთარში და მის ფარგლებს გარეთ"- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.