"მიზეზი ალბათ ისაა, რომ სიმპათიებით ვარ განწყობილი მიშას მიმართ და არ მომწონს პუტინი" - რუსი ბლოგერი საქართველოში არშემოშვებაზე

გამოქვეყნდა:

რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი ფიქრობს, რომ საქართველოში მისი არშემოშვების მიზეზი მის რეპორტაჟებს უკავშირდება, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების შესახებ შემოდგომაზე მოამზადა.

როგორც რომანოვმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში აღნიშნა, მესაზღვრეს უკვე ბეჭედი უნდა ჩაერტყა, რა დროსაც მონიტორს შეხედა და "სახე შეეცვალა".

"ბევრი პოლიტიკური თემა გავაშუქე საქართველოზე. ბოლოს შემოდგომაზე ვიყავი, სააკაშვილის დაპატიმრებას ვაშუქებდი. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ მხარს ვუჭერდი იმ ხალხს, ვინც მიშას გათავისუფლებას ითხოვდა. ჩემს არშემოშვებას ჟურნალისტურ საქმიანობას ვუკავშირებ. ასევე იმას, რომ პუტინის მომხრე არ ვარ და ამას მკაფიოდ გამოვხატავ. მესაზღვრეს უკვე ბეჭედი უნდა ჩაერტყა და ამ დროს შეხედა მონიტორს, შეეცვალა სახე და მას შემდეგ დაიწყო ჩემი 6-საათიანი ტანჯვა. ყველაფერს მივცემდი რომ დამენახა, რა ეწერა მონიტორზე, რომელსაც ქართველი მესაზღვრე უყურებდა. ცხადია, რომ გარკვეული პრეტენზიები აქვთ ჩემს მიმართ. დიახ, მე სიმპათიებით ვარ განწყობილი მიშას მიმართ და არ მომწონს პუტინი", - ამბობს ალექსეი რომანოვი.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი