"რუსეთის სახელით ვერ გამოვლიან" - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ბათუმში ჩამომსვლელ რუს მოჭადრაკეებზე

გამოქვეყნდა:

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ამბობს, რომ რუსი მოჭადრაკეები ბათუმში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიდეს დროშის ქვეშ გამოვლენ და რომ საქართველოში არც რუსეთის ჰიმნი გაჟღერდება და არც დროშა აღიმართება - "მსოფლიო ჩემპიონატზე ყველას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა. რუსებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ფიდეს დროშით. ეგ არი და ეგ. რუსეთის სახელით ვერ გამოვლიან" ამბობს "მთავართან" სატელეფონო საუბარში გია გიორგაძე. 

"საქართველო ხელგაშლილი ელოდება რუს მოჭადრაკეებს", - ამ სათაურით ინფორმაციას  რუსული საჭადრაკო საიტი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. ირკვევა, რომ ბათუმში ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი მოჭადრაკეებიც იასპარეზებენ.

მიზეზი კი, როგორც ფედერაციის განცხადებაში წერია, უსაფრთხოების გარანტიებია, რომელიც რუს მონაწილეებს საქართველოში მისცეს. 

ანალოგიური ჩემპიონატები რუმინეთშიც გაიმართება, თუმცა რუსეთის საჭადრაკო ფედერაციამ იქ დელეგაცია არ გააგზავნა, რადგან რუმინეთი რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაშია და ფედერაციაში თვლიან, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებს ვერ დაიცავენ.

ჩემპიონატი 15-28 სექტემბრის პერიოდში გაიმართება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი