"პაციენტს არ მოკლებია სამედიცინო მეთვალყურეობა" | გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის პასუხი მოქალაქეს

გამოქვეყნდა:

"პაციენტს არ მოკლებია სამედიცინო მეთვალყურეობა" - ასე პასუხობს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი მოქალაქეს, რომელიც კლინიკას არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებს. 

პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას მომართა მიმდინარე წლის 4 მაისს, რომელსაც ჩაუტარდა კვალიფიციური სამედიცინო ქირურგიული ოპერაცია ხერხემლის თიაქრის გამო. ოპერაციული მკურნალობის შემდეგ პაციენტმა კლინიკა დატოვა სრულად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. პაციენტის გადმოცემით, მან მიმართა თბილისის სხვა კლინიკას მიმდინარე თვეს, სადაც ასევე ჩაუტარდა მას ქირურგიული ოპერაცია.

ამის შემდეგ მომართა მან სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც ითხოვდა გადაუდებელ რეფერირებას თბილისის იმ ჰოსპიტალში, სადაც მეორე ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იყო იმ მდგომარეობის, რომ მას გადაუდებელი რეფერირება სჭირდებოდეს. შევთავაზეთ სიმპტომური მკურნალობა რაზედაც განაცხადა უარი, აქედან გამომდინარე, შეთავაზებული იყო გეგმიური რეფერირება. 

პაციენტს, ამ ხნის განმავლობაში, რაც ჰოსპიტლის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სამედიცინო მეთვალყურეობა არ მოკლებია, - ამბობს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი შალვა მაღლაკელიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი