გარჩევა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებსა და კასპის პოლიციის უფროს შორის - "მთავარი არხის" ინფორმაციით, გიორგი ჩოქურს ფეხებში რამდენჯერმე ესროლეს. ჩოქურს დაზიანება არ მიუღია და გასროლა გამაფრთხილებელი იყო, თუმცა როგორც წყაროები ამბობენ, პოლიციის მაღალჩინოსანს კრიმინალები დაემუქრნენ, რომ თუ მათ შევიწროებას განაგრძობს, შემდეგი ტყვია "შუბლში მოხვდება".
ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ. არ ადასტურებს არც თავად ჩოქური და ჟურნალისტებს ეუბნება, რომ "იტყუებიან". თუმცა ინფორმაციას "მთავარს" 2 წყარო უდასტურებს. მათივე ცნობით, შელაპარაკება "ავტორიტეტებსა" და კასპის პოლიციის უფროსს შორის, 2 დღის წინ მოხდა.
ცნობისთვის, გიორგი ჩოქურს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი, იგივე "სემსოტა".