"ზერე" და "სემსოტა" განსასჯელის სკამზე - გორის რაიონულ სასამართლოში დღეს ორივე დაკავებულის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ზურაბ რიკრიკაძეს იგივე "ტრუტს" 3 ივნისის ღამეს, შალვა გულიაშვილმა ესროლა, ვახტანგ ზერეკიძემ კი დანაშაული დაფარა.
დღევანდელ პროცესზე ვახტანგ ზერეკიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ცეცხლი "ტრუტს" არა "სემსოტამ", არამედ მან გაუხსნა.
"სემსოტას", იგივე შალვა გულიაშვილს გამოძიება იარაღის და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვისაც ედავება, ოჯახი ამტკიცებს რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.
მომდევნო პროცესი ხვალ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში დაწყებული კონფლიქტი გორელ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის 3 ივნისის ღამეს მსხვერპლით დასრულდა, სროლას 40 წელს გადაცილებული ზურაბ რიკრიკაძე იგივე "ტრუტი" ემსხვერპლა.