პროკურატურის დამალული 14 წთ - შაქარაშვილის საქმის მორიგი ვიდეომასალა და კიდევ ერთი მოწმის ჩვენება

გამოქვეყნდა:

პროკურატურის მიერ დამალული კადრები, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში. "მთავარი არხი" მორიგ ვიდეომასალას ასაჯაროებს, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გავრცელებული კადრებიდან ამოჭრა

14 წუთიანი ეპიზოდში ჩანს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს რამდენჯერმე უპირისპირდებიან. ჩხუბი იწყება უშუალოდ აგარკზე, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, თუმცა მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება კიდევ არაერთხელ მეორდება აგარაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლიდერფუდის მაღაზიის უკანა მხარეს.

კადრებში ჩანს 19 წლის გიორგი შაქარაშვილიც, რომელიც ამ მასალის მიხედვით, ჩხუბში არ მონაწილეობს და მხარეების გაშველებას ცდილობს.

"მთავარმა არხმა" საქმის ერთ ერთი ფიგურანტი  გოგონას, ლიზი ნადირაძის ჩვენებაც მოიპოვა, რომელმაც გიორგი შაქარაშვილი, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე, იუბილარის თხოვნით დაპატიჟა.

იქნებოდა დაახლოებით 12-ის ნახევარი. მე პირველ სართულზე ვიყავი, რა დროსაც შემომესმა ყვირილის და გინების ხმა. ვინ ვის აგინებდა იმ მომენტში არ გამირჩევია. აღნიშნულ მომენტში გავედი ეზოში, თუმცა ვინაიდან იყო სიბნელე ვერ გავარჩიე ვინ ვის ურტყამდა. მანქანაში მალევე ჩასხდნენ როგორც შეხლა- შემოხლაში მყოფი პირები, ასევე წვეულებაზე გაცნობილი პირები და ტოვებდნენ ტერიტორიას. ადგილზე დავრჩით მე, ემზარ ნადირაძე, გურამ ამირხანაშვილი, გიორგი შაქარაშვილი, გიორგი ქათამაძე, ვახო ახვლედიანი. მალევე გამოვედით ჩვენც სახლიდან, წამოვედით თბილისის მიმართულებით ემზარ ნადირაძის კუთვნილი ავტომობილით. ხოლო დანარჩენი სახლში მყოფები, როგორც ვიცი უნდა წამოსულიყვნენ ტაქსით. რა დროსაც გავიგე, რომ ჩვენ სუფრაზე მყოფი ბიჭები იყვნენ ნაცემები. კონკრეტულად თუ ვინ სცემა არ ვიცი და გიორგი შაქარაშვილი იყო დაკარგული. აღნიშნული ინფორმაცია გავიგე ჩემი მეგობრისგან, კონკრეტულად არ მახსოვს ვისგან. რომელმაც მითხრა, რომ ჩხუბის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი სახლში არ დაბრუნებულა და სად წავიდა, ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.  გიორგი შაქარაშვილი ჩემთან კავშირზე არ გამოსულა მას შემდეგ რაც იგი გაუჩინარდა - წერს ლიზი ნადირაძე ჩვენებაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი