VTB ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალურად ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა - სებ

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ბანკი VTB ბანკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ოფიციალურად მათთან ბანკის ყიდვასთან ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა. სებ ამბობს, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

სებ აღნიშნავს, რომ მხარეებმა ნებისმიერი გარიგება აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტთან უნდა შეათანხმონ.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ვითიბი ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს.  თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

გამომდინარე იქიდან, რომ ვითიბი ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვითიბი ბანკს" ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ყიდულობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი