"რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა... კატეგორიულად ვგმობ" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხმიანება. ზურაბიშვილი წერს, რომ ეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

"იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია მმართველი გუნდიდან, ვინც ბიჭვინთის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი