რუსეთისთვის საქართველოს 20%-ის ოკუპაცია საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კრემლი აფხაზეთის სანაპირო ზოლის ყველაზე კარგი მონაკვეთის უშუალოდ ფედერაციის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. საუბარია ბიჭვინთაში, 186 ჰექტარ მიწაზე, რომელშიც მთლიანად ექცევა კურორტის უნიკალური პლაჟი და ფიჭვნარი.
ამ ფაქტს თავად აფახაზეთშიც კი, რომლის მარიონეტული რეჟიმი ხელდასმული და მართულია კრემლის მიერ, დიდი საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვა. ე.წ. ხელისუფლების და მოსახლეობის ნაწილი ღიად უპირისპირდება მოსკოვის ამ მოთხოვნას.
სამაგიეროდ ჩვენი ხელისუფლება, ვისაც სრული სამართლებრივი პრეტენზია უნდა ჰქონდეს მისი მიწების დატაცებაზე, დუმს და საერთოდ არ იმჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსკოვი ისევ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ჯიჯგვნას. ხან რა ფორმით, ხან რა მოტივით.
სახელისუფლებო ტრიბუნებიდან სულ უფრო იშვიათად თუ ისმის ხოლმე სიტყვები ოკუპაცია, ან ტერიტორიული მთლიანობა. გასულ კვირასაც ევოპარლამენტარების ჯგუფი საოკუპაციო ხაზთან ისე მივიდა, რომ მათი მეგზურობა ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს აზრადაც არ მოსვლია.