"ილია დარჩიაშვილო, გაიღვიძე!" | ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაცია საგარეოსთან ბიჭვინთის ტერიტორიის კრემლისთვის გადაცემას აპროტესტებს 

გამოქვეყნდა:

"ილია დარჩიაშვილო, გაიღვიძე!", "Did you forget 1992-1993?", "ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსულ საქმეს აკეთებს?" - "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბიჭვინთვის ანექსიაზე აქციას მართავენ. 

ისინი ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას და ოკუპანტების დანაშაულებზე დუმილს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მინისტრ დარჩიაშვილს, რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის მიტაცების გამო საჯარო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ.

საუბარია 186 ჰექტარ მიწის ნაკვეთსა და და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარზე, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტმა კრემლს 49-წლიანი იჯარით გადასცა. ე.წ. შეთანხმება შედგა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის.

ეს ხელშეკრულება კი ოფიციალურ თბილისს ფაქტობრივად არ აღელვებს. ხელშეკრულება საიდუმლოდ გაფორმად, მაგრამ დოკუმენტი 11 ივლისს გასაჯაროვდა. საკითხზე ამ დრომდე საქართველოში არცერთ ოფიციალურ უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია. 

ამავე თემაზე:

"დუმილი ღალატია! - ბიჭვინთვისთვის" | 29 ივლისს 19:00 საათზე კანცელარიასთან აქცია გაიმართება

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი