"დუმილი ღალატია! - ბიჭვინთვისთვის" | 29 ივლისს 19:00 საათზე კანცელარიასთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"ბიჭვინთვისთვის" - ამ სახელწოდებით "აფხაზური ამბები" 29 ივლისს კანცელარიასთან აქციას აანონსებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტი რუსეთის მიერ ტერიტორიის მითვისებაზე საქართველოს ხელისუფლება 7 დღეზე მეტია დუმს და ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. 

"დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთს მფლობელობაში გადაეცემა.
ე.წ. შეთანხმება შედგა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის.

აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზეთის მოსახლეობაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივები თვლიან, რომ ეს არის ანექსია და რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების სამუდამოდ წართმევა.

7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიოტრიის მითვისებაზე.

29 ივლისს, 19:00-ზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ვიკრიბებით, რათა საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია!", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, კრემლი აფხაზეთის სანაპირო ზოლის ყველაზე კარგი მონაკვეთის უშუალოდ ფედერაციის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. საუბარია ბიჭვინთაში, 186 ჰექტარ მიწაზე, რომელშიც მთლიანად ექცევა კურორტის უნიკალური პლაჟი და ფიჭვნარი.

ამ ფაქტს თავად აფახაზეთშიც კი, რომლის მარიონეტული რეჟიმი ხელდასმული და მართულია კრემლის მიერ, დიდი საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვა. ე.წ. ხელისუფლების და მოსახლეობის ნაწილი მოსკოვის ამ მოთხოვნას ღიად უპირისპირდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი