"მთავარი არხის" ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის 3 ფიგურანტი დააკავეს 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში მირიან კუკავას მკვლელობის საქმის 3 ფიგურანტი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი 20 წლის ბიჭია, რომელსაც ხულიგნობას ედავებიან. დანარჩენ ორ დაკავებულთან დაკავშირებით კი ინფორმაციას ამ წუთებში ვაზუსტებთ.

ირკვევა, რომ მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე მყოფმა ერთ-ერთმა თვითმხილველმა სავარაუდო მკვლელის ვინაობა დაასახელა. 

შეგახსენებთ, რომ ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება 18 წლის გოგოს დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა. მოკლულია 20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, იუბილარის სახლში, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. ამ დროს სახლში 50-მდე აალგაზრდა იმყოფებოდა.

ყველა, ვინც მირიან კუკავას მკვლელობის თვითმხილველია, ახლა მცხეთის პოლიციაშია გადაყვანილი. წვეულების სტუმრებს სამართალდამცველები კითხავენ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი