ვინ არის ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ბიჭი | რა მოხდა 18 წლის გოგოს დაბადების დღეზე - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

სისხლიანი დაპირისპირება 18 წლის გოგოს დაბადების დღის წვეულებაზე. მოკლულია 20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. 

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, იუბილარის სახლში, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. ამ დროს სახლში 50-მდე აალგაზრდა იმყოფებოდა.

ყველა, ვინც მირიან კუკავას მკვლელობის თვითმხილველია, ახლა მცხეთის პოლიციაშია გადაყვანილი. წვეულების სტუმრებს სამართალდამცველები კითხავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე პირი მიიმალა და ახლა შსს-ს წარმომადგენლები მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი