"მთავარი არხის" ინფორმაციით, ტურისტი, რომელიც დღეს პარაპლანით სარგებლობდა, დაიღუპა. ვერტმფრენი კი, რომელიც მოგვიანებით ჩამოვარდა და აფეთქდა, სწორედ მისი ცხედრის ამოსაყვანად და დაშავებული პილოტის დასახმარებლად მიდიოდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა გუდაურში 16 ივლისსაც მოხდა. მაშინ პარაპლანი ხევში ჩავარდა,
რასაც არაბი ტურისტი ემსხვერპლა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ის პილოტი, რომელიც დღეს პარაპლანს მართავდა, არის იმ პირის ძმა, რომელიც 2 კვირის წინ ჩამოვარდნილ პარაპლანს მართავდა.
პარაპლანით ფრენა მცირე ავიაციას ეკუთვნის და როგორც პროფესიონალები ამბობენ, ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე რეგულაციები არ არსებობს.
ამასთან, ქვეყანაში სამაშველო ვერტმფრენი არ არსებობს. დღეს გუდაურში პარაპლანით ჩამოვარდნილების გადასარჩენად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი წავიდა, რომელიც ასევე ჩამოვარდა.
ამავე თემაზე: