"მთავარის" ინფორმაციით, პარაპლანის პილოტი იმ პირის ძმაა, ვინც 16 ივლისს ტურისტთან ერთად ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პარაპლანის პილოტი, რომელიც დღეს ტურისტთან ერთად გუდაურში ჩამოვარდა, იმ პირის ძმაა, რომელიც 16 ივლისს იმ პარაპლანს მართავდა, რომელიც ხევში ჩავარდა. მაშინ შემთხვევას არაბი ტურისტი ემსხვერპლა.

ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ ტურისტი, რომელიც დღეს პარაპლანით სარგებლობდა, დაიღუპა. ვერტმფრენი კი, რომელიც მოგვიანებით ჩამოვარდა და აფეთქდა, სწორედ მისი ცხედრის ამოსაყვანად და დაშავებული პილოტის დასახმარებლად მიდიოდა. 

პარაპლანით ფრენა მცირე ავიაციას ეკუთვნის და როგორც პროფესიონალები ამბობენ, ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე რეგულაციები არ არსებობს. 

ამასთან, ქვეყანაში სამაშველო ვერტმფრენი არ არსებობს. დღეს გუდაურში პარაპლანით ჩამოვარდნილების გადასარჩენად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი წავიდა, რომელიც ასევე ჩამოვარდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი