"რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს" | გომელაური პარაპლანით ფრენაზე

გამოქვეყნდა:

"რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს" - შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ საჭიროა, პარაპლანით ფრენა დარეგულირდეს.

"რაც შეეხება პარაპლანის ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად. თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება. ვერტმფრენის ჩართვა არის დაღუპვის ფაქტებიც და უნდა ვიმუშაოთ ამაზე რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს... ეს ლიცენზიაც როგორ გაიცემა საინტერესოა. მანამდე, ჩემი აზრით უნდა გაჩერდეს პარაპლანებით ფრენა და გაიცეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც პროფესიონალები არიან",- თქვა გომელაურმა. 

მანამდე, ხელუსფლებას საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება სთხოვეს პარაპლანისტებმა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ პარაპლანით ფრენისას უბედური შემთხვევების გახშირების მიზეზი სწორედ რეგულაციების არარსებობაა. 

კანონი არ არსებობს ოფიციალურად, რომ რაღაცა დაარეგულიროს. არსებობს პარაპლანინგის ფედერაცია, რომელიც გასცემს ლიცენზიას და ასწავლის პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ სამწუხაროდ არის კიდევ თვითნასწავლი პილოტები, არიან უცხოელი პილოტებიც რომლებმაც არ იციან ან არ აქვთ ოფიციალური სკოლა გავლილი.

მცირე ავიაციასაც, არ არსებობს ისეთი რეგულაცია, რამაც შეიძლება გააკონტროლოს. ვერავინ ვერ გააკონტროლებს, სადღაც მთაზე ჩანთით პარაპლანი აიტანა და გადმოფრინდა. ვერ გაყვება მას უბრალოდ ვერავინ. დარეგულირდეს ეს ყველაფერი. არსებობს ფედერაცია მაგისთვის, მაგრამ არ აქვს ფედერაციას იმხელა შესაძლებლობა, რომ საკანონმდებლო დონეზე მიხედოს ამ თემას. ეს უნდა იყოს და აუცილებელიცაა, - ამბობს ერთ-ერთი პარაპლანისტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი