უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა სამაშველო ოპერაცია გუდაურში. ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანისტების დასახმარებლად მიფრინავდა ხევში ჩავარდა. შსს ადასტურებს, რომ ეკიპაჟის ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი, ოთხი წევრი, ორი მაშველი და 2 მედიკოსი დაღუპულია.
"სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი" - ამბობს ვახტანგ გომელაური.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილია ტურისტი, რომელიც პარაპლანით ფრინავდა, პარაპლანიტ პილოტი კი ცოცხალია, თუმცა დაშავებული.
"მინდა, პირველ რიგში, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს...სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია. დაშავებული ქართველი ამოიყვანეს ვინც იყო, ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადაყავს,“ - ამბობს გომელაური.
იხილეთ ასევე: