გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნდა:

გუდაურში, სამაშველო ოპერაციაზე მიმავალი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა ცნობილი. 

ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის მეთაური მფრინავი - ზაზა ლორია; მფრინავი - დიმიტრი ქააძე, მფრინავი - ანდრო ქუჯაშვილი, მფრინავი - ლევან ჩოხელი, მაშველი - გიორგი მარგიანი, მაშველი - კახა ტორჩინავა; მედიკოსები - ქეთევან გულაშვილი და გიორგი ვენეცკი.

დაღუპულია ასევე პარაპლანით მფრინავი უცხოელი ტურისტი.

ცხედრები ამ დროისთვის შემთხვევის ადგილიდან ამოსვენებულია, თუმცა ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

უმძიმესი ტრაგედია გუდაურში გუშინ მოხდა. ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანისტების დასახმარებლად მიფრინავდა კლდეს დაეჯახა და აფეთქდა. ავიაკატასტროფის მიზეზი დიდი ალბათობით კლდესთან ვერტმფრენის უკანა სტაბილიზატორის შეჯახება გახდა, რის შედეგადაც აპარატმა მართვა დაკარგა.

მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში გლოვის დღეა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი