დღეს საქართველოში გლოვის დღეა

გამოქვეყნდა:

დღეს საქართველოში გლოვის დღეა - გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

გუშინ, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გაგზავნეს, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით,"ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა",  ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. სამაშველო ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და აფეთქდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანის პილოტსა და ტურისტს, გარდაიცვალა  უცხოელი ტურისტი, პილოტი ამოიყვანეს და დაშავებულია

პრემიერის გადაწყვეტილებით, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი