სალომე ზურაბიშვილი ექსკურსიებს აგრძელებს

გამოქვეყნდა:

ქაჯეთის ციხისა და ქსნის ერისთავების ციხესიმაგრის მონახულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ლეჩხუმის სოფლები დაათვალიერა. შესაბამისი ინფორმაცია დღეს სალომე ზურაბიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტმა სოფელ ოყურეშში მანაგაძეების მარანი მოინახულა, სოფელ ისუნდერში რაჩხას ჩანჩხერზე იმყოფებოდა და მურის ციხესიმაგრეც დაათვალიერა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ფარგლებში მოგზაურობა შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით დაიწყო. 17 ივნისს მან ციხისძირში მდებარე ქაჯეთის ციხე მოინახულა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი