რატომ ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელსაც საკმაოდ გამოცდილი მფრინავები მართავდნენ? - ტრაგედიის მიზეზებს ახლა გამოძიება სწავლობს.
სამართალდამცველები თეთრი არაგვის ხეობაში მეორე დღეა შავ ყუთს ეძებენ, რომლის მონაცემების გაშიფვრის შემდეგ, ავარიის მიზეზებზე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. გამოძიების ოფიციალურ დასკვნამდე ვერავინ ამბობს ჰქონდა თუ არა რუსულ MI-8-ს ტექნიკური პრობლემები.
გუდაურის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოიტანა მთავარი პრობლემა - ქვეყანაში სამაშველო ვერტმფრენები არ არსებობს, ამიტომ მსგავსი სირთულის ოპერაციებში სასაზღვრო პოლიციის მოძველებული რუსული ვერტმფრენები მონაწილეობენ.
"ქართულმა ოცნებამ" ნაცვლად იმისა, ახალი შეეძინა, ისიც ვერ გამოიყენა, რაც წინა ხელისუფლებამ შეისყიდა. ორი ,,ევროკოპტერი" და ერთი ,,სუპერპუმა", რომლებიც რთულ რელიეფში სამაშველო ოპერაციებისთვისაც იყო განკუთვნილი ხელისუფლბის ცვლილების შემდეგ, უბრალოდ გააქრეს.
იხილეთ ასევე: