გუდაურში, თეთრი არაგვის ხეობაში, სადაც 29 ივლისს სამაშველო ოპერაციაზე მიმავალი ვერტმფრენი ჩამოვარდა, საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია.
სახელმწიფო უწყებებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, იპოვეს თუ არა ე.წ. შავი ყუთი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის კუთვნილს ვერტმფრენში იყო დამონტაჟებული. სწორედ "შავი ყუთის" მეშვეობით უნდა დადგინდეს, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.
გუდაურში მომხდარ ტრაგედიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. 4 პილოტი, 2 მაშველი, 2 ექიმი და ასევე პარაპლანით მფრინავი უცხოელი ტურისტი. მათ ცხედრებს ექსპერტიზა ჯერ ისევ უტარდებათ.
ტრაგედიას გადაურჩა ერთი პარაპლანისტი. ის თბილისში, საუნივერსიტეტო კლინაკაშია მოთავსებული.
ასევე იხილეთ: