საქართველოში დღეს გლოვის დღეა - მთელი ქვეყანა 8 საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულ და პროფესიონალს გლოვობს. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სხვის გადასარჩენად გაწირეს.
მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი ისინი ჩვენი დროის ახალი გმირები არიან.
მათ პროფესიონალიზმზე სიცოცხლეშიც ბევრს საუბრობდნენ. მაგალითად, ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებს, მფრინავებს: ზაზა ლორიასა და დიმიტრი ქააძეს ბევრი იცნობს. მათ მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, არაერთ ურთულეს სამაშველო ოპერაციაში მიუღიათ მონაწილეობა და ადამიანების სიცოცხლე გადაურჩენიათ. ზაზა ლორია გუშინ ვეტმფრენში წესით არ უნდა ყოფილიყო, ის შვებულებაში იყო, თუმცა როცა უთხრეს, რომ ახალგაზრდა კაცი უნდა გადაერჩინათ. არ დაფიქრდა ისე წავიდა დავალებაზე.
ამავე თემაზე: