15 აგვისტოდან სამომხმარებლო სესხი 3 წელზე მეტით აღარ გაიცემა | ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები. მოქალაქეებისთვის სამომხმარებლო სესეხები ფაქტობრივად მიუწვდომელი ხდება. გვენეტაძის უწყებამ ახალი ვადები დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკები სესხებს სამ წელზე მეტი პერიოდით ვეღარ გასცემენ.

შესაბამისად გაზრდილი ყოველთვიური გადასახადი მომხმარებელთა მხოლოდ მცირე რააოდენობისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიზეზი ის სტატისტიკაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურბს რამდენად მძიმეა ქვეყანაში სოციალური კრიზისი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად არის მომატებული იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ბანკს სესხის ასაღებად მიმართავს.

ავტორი: ნინიკო გიგაური

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი