ФСБ-ს მიერ მართული ვლად პოზნიკოვი | ვინ დგას "დედაენის ბარზე" ორგანიზებული კიბერშეტევის მიღმა

გამოქვეყნდა:

რუსი ბლოგერის, ალიონა ზაიცევას ინფორმაციით, "დედაენის ბარზე" ორგანიზებული კიბერშეტევის მიღმა მოსკოვში დაფუძნებული რადიკალური ნაციონალისტური მოძრაობის, Мужское государство-ის ლიდერი, ვლად პოზნიკოვი დგას, რომელიც რუსული ФСБ-ს მიერაა მართული.

ჩემი შეხედულებით, ФСБ-ს მხრიდან ვითარების გამწვავება მიმდინარეობს. მათ დაინახეს აქ ჩამოსული ადამიანების რაოდენობა. აქ მყოფ ადამიანებს რუსების ჩამოსვლაზე უკვე პანიკა დაეწყოთ. ვლად პოზნიკოვის ბარ „დედაენის“ გვერდს აქტიურად უტევს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამას აქ ჩამოსული ტურისტები აკეთებენ. არა, ამას რუსეთში მყოფი ადამინები ინტერნეტის გამოყენებით აკეთებენ. გარდა ამისა, ეს ადამიანები უკრაინის წინააღმდეგაც საინფორმაციო ომს ახორცილებენ.

ვლადი პოზნიკოვი საქართველოში ცხოვრობდა და ზუსტად იგივე საქმით იყო დაკავებული, როგორც ახლა. აქტიური ინტერნეტ ომი ჰქონდა გაჩაღებული ფემინისტების, ადამიანის უფლებადამცველებისა და პუტინის კრიტიკოსი ადამიანების წინააღმდეგ.

მათ წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობს. მეც მებრძოდა. როდესაც დავწერე, ვლად პოზნიკოვი ბათუმში ცხოვრობს-მეთქი, ე.წ. ინტერნეტის ომი მეც გამომიცხადა. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს პირადი დაცვის აყვანაც კი დასჭირდა. მას ნაცისტური იდეოლოგიები აწუხებს. ამბობდა, რომ საქართველოში საკუთარი ქსელის შექმნას აპირებდა. ვფიქრობ, რომ ამაში რუსული დაზვერვის ხელიც ურევია. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სიჩუმე კი ვითარება კიდევ უფრო ამწვავებს, - ამბობს რუსი ბლოგერი ალიონა ზაიცევა. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი