რესტორანი "გუდა" - ოკუპანტების კიბერშეტევის კიდევ ერთი სამიზნე | ანტისაოკუპაციო წარწერებით გაღიზიანებული რუსები

გამოქვეყნდა:

"დედაენის ბარი" არ არის ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც უკრაინის მხარდაჭერისა და პუტინის რეჟიმის დაგმობის გამო რუსი ოკუპანტები აგრესიულად თავს ესხმიან. კიდევ ერთია რესტორანი ფასანაურში მდებარე "გუდა", რომლის მფლობელებიც ამბობენ, რომ რუსებმა კიბერშეტევა მას შემდეგ განახორციელეს, რაც ფასადსა და შიდა სივრცეში ანტისაოკუპაციო წარწერები გამოჩნდა.

კარზე გავაკარით სტიკერი, სადაც მითითებულია, რომ ამ ზღურბლის გადმოსვლისას ისინი უნდა აღიარებდნენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტს, რომ პუტინი არის ომის დამნაშავე და მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ მათ შემოვიდნენ ამ ზღურბლს მიღმა. რამაც, შესაბამისად, გამოიწვია აგრესია უკვე, შემოსვლის შემდეგ ისინი ხედავენ მონიტორზე ანტისაოკუპაციო ლოზუნგებს. გასვლის შემდგომ ისინი აკეთებენ უკვე შეფასებებს არამხოლოდ დაბალი ქულებით, არამედ საკმაოდ აგრესიულს, რომელიც არის ამავდროულად მუქარის შემცველიც. მათ აქვთ სურვილი, რომ ჩვენ ვიყოთ მათი მსახურები მათსავე ენაზე, ჩვენ დავივიწყოთ ჩვენი ქართული ენა, მოვემსახუროთ რუსულ ენაზე, - ამბობს რესტორნის მფლობელი ანი ქავთარაძე.

ცნობისთვის, „დედაენის ბარზე“ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან კიბერშეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბარის ადმინისტრაციამ რუსი ტურისტებისთვის ე.წ სავიზო რეჟიმი დააწესა. შესვლამდე რუსეთის ყველა მოქალაქემ სპეციალურ ტექსტს უნდა მოაწეროს ხელი, სადაც წერია, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და პუტინი დიქტატორია.

კოორდინირებული შეტევით, რუსები ბარს უარყოფით შეფასებებს უწერენ და სოციალურ სივრცეში რეიტინგი ძალიან დაბალ ნიშნულზე ჩამოიყვანეს. ბარს დროებით სახელიც კი შეეცვალა და „დენაციფიკაცია“ დაერქვა, ოფიციალურ ვებგვერდად კი კრემლის მისამართი იყო მითითებული.

ავტორი: გუგა მაისურაძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი