ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევიდან 24 საათი გავიდა. ამ დრომდე უცნობია, დააკავეს თუ არა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ბექა გელაშვილი, რომელიც მანქანით 18 წლის გოგო დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს განყოფილების უფროსთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა ასევე ძალოვანი უწყების თანამშრომელი, მამუკა არგანაშვილი.
მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფაქტი "მთავარმა არხმა" გაასაჯაროვა. დაშავებული გოგოს მდგომარეობა კი სავარაუდოდ, მძიმეა, ის ფოთის კლინიკიდან ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
ამავე თემაზე: