კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი ურეკში 18 წლის გოგოს მანქანით დაეჯახა | "მთავარის" ინფორმაციით, უწყება მომხდარის დამალვას ცდილობს 

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო სკანდალში ეხვევა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, ბექა გელაშვილი ურეკში 18 წლის გოგოს მანქანით დაეჯახა. მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, ასევე, ძალოვანი უწყების თანამშრომელი, მამუკა არგანაშვილი.

"მთავარს წყარო" იუწყება, რომ შსს მომხდარის დამალვას ცდილობს.

ბექა გელაშვილს უწყებაში გავლენიანი მფარველი ჰყავს - ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე, ალეკო კენჭაძე. დაშავებული გოგოს მდგომარეობა მძიმეა, ის ფოთის კლინიკიდან  ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. "მთავარ არხს"" წყარო უყვება, რომ გოგოს მდგომარეობა მძიმეა და ამ დრომდე ინტენსიურ განყოფილებაში რჩება.

დაიწყო თუ არა ძალოვანმა სტრუქტურამ გამოძიება, ამ დრომდე უცნობია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დააკავეს თუ არა მანქანის მძღოლი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ბექა გელაშვილი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი