ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე სამი საათია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს უკვე სამ საათზე მეტია. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი, სტატისტიკა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში ერთ-ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა და ის გამოცდაზე აღარ დაუშვეს, თიანეთიდან ჩამოსულ სტუდენტს გამოცდაზე გაფუჭებული გზების გამო დააგვიანდა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს. აბიტურიენტები ვალდებულები არიან გამოცდაზე პირბადით გამოცხადდნენ, თუმცა შენობაში შესვლის შემდეგ მათ უფლება აქვთ, პირბადე მოიხსნან. ყველა მათგანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება და გაივლის დეზობარიერს. სექტორში მერხებს შორის დაშორება კი ორი მეტრი უნდა იყოს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის, რომ გამოცდაზე აბიტურიენტების 95% გამოცხადდა, იყო დაგვიანების მხოლოდ 2 შემთხვევა, სარეზერვო სივრცეში განთავსდა 4 აბიტურიენტი. იგი ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდაზე არდაშვების შემთხვევა მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ორი იყო.  

ერთ-ერთი აბიტურიენტი ამბობს, რომ შენობაში არ იყო კონდიციონერი და დახურული იყო ფანჯარა, გამოცდის მიმდინარეობისას კი ხანდახან პირბადის ჩამოწევის საშუალებას აძლევდნენ. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ის 25 ივლისს დასრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი