"ვფიქრობ, გონს მოუხმობს რეგულირების სააგენტო და სწრაფად მოახდენს აკრედიტაციას" - ამის შესახებ ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საუბრობს და მიხეილ სააკაშვილის საქმეში დამატებით 2 უცხოელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.
ცენტრი "ემპათია" იწვევს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს საერთაშორისო გამოცდილებით გაეროს კონსულტანტს ადამიანის უფლებების დარგში, დამატებით ექსპერტიზაზე შვეიცარიიდან და ასევე ამერიკელი ექსპერტის, დამატებითი 1 ექსპერტის დოკუმენტებიც დღეს ჩაბარდებათ. ასე რომ, ვფიქრობ, გონს მოუხმობს რეგულირების სააგენტო და რაც შეიძლება სწრაფად მოახდენს აკრედიტაციას აღნიშნული უკვე 5 ექსპერტის, - ამბობს ჯიშკარიანი.