17 დიაგნოზი და დაწყებული კუნთების ატროფია | მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება

გამოქვეყნდა:

ბოლო 72 საათი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მძიმეა. ორგანიზამში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ინსულტის საფრთხის წინაშე დააყენოს.

იუსტიციის მინისტრი კვლავ ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტს მკურნალობა უტარდება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. რას გულისხმობს სტაბილურობაში ბრეგაძე გაუგებარია, რადგან მაღალი კვალიფიკაციის მედიკოსების პროგნოზი ყოველდღიურად მძიმდება და საგანგაშო ხდება.

კუნთებისა და კიდურების ატროფია - ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს უკვე გადაადგილებაც უჭირს. იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან კი ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლება ისევვ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებას რაც ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი