"მთავრობა არჩევნების დროს მოდის მარტო... ხალხი მაგათ გვერდში აღარ ამოუდგება" | მძიმე სოციალურ მდგომარეობა ქუთაისში

გამოქვეყნდა:

ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში ყოველდღიურად მძიმდება. განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ რეგიონებშია, სადაც ხელისუფლებამ მოსახლეობა გაზრდილი ფასების პირისპირ დატოვა.

ქუთაისელი მოვაჭრეების თქმით, დღის მანძილზე ბაზარში ერთეული ადამიანები შედიან და ისინიც ბოსტნეულს ცალობით, რძის პროდუქტებს კი გრამობით ყიდულობენ. მოვაჭრეების მდგომარეობას უფრო მეტად ართულებს ისიც, რომ მთავარი ბაზრის მიმდებარედ მერიამ საავტომობილო გზა რეაბილიტაციის გამო გადაკეტა და იქ მომხმარებელი ფაქტობრივად, ვეღარ შედის. 

"ვინც მოდის ბაზარში და მყიდველია გარეთ  ყიდულობს. ჩვენი მთავრობა და ქალაქის მერია არჩევნების დროს მოდის მარტო და კიდევ მოვა ღმერთის წყალობით ის არჩევნები, ბაზრის ხალხი მაგათ გვერდში არავის არ ამოუდგება", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მოსახლეობა ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის მხრიდან უყურადღებობაზეც ამახვილებს ყურადღებას. 

"ქალაქში არის ურთულესი მდგომარეა, ამხანაგი ხახალეიშვილი რას აკეთებს, არავის უთხოვია მისთვის ქალაქის მერი იყავიო, ძალიან მოინდომა მაგრამ რას აკეთებს გადათხრილია მთელი ქალაქი უპატრონოდაა მიგდებული და სოციალურ ფონზე უკვე საუბარი აღარაა, ადამიანებს სუნთქვის საშუალება აღარ აქვთ, ადამიანებს სუნთქვის საშუალება აღარ აქვს, ხელფასი ვისაც აქვს სამი დღის მერე აღარ ყოფნის - ამბობს მოქალაქე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი