ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში ყოველდღიურად მძიმდება. მოსახლეობა ღარიბდება, პროდუქტებზე ფასები კი ყოველდღიურად იზრდება. მოქალაქეებს საარსებოდ აუცილებელი პროდუქტების შეძენაც არ შეუძლიათ. განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ რეგიონებშია, სადაც ხელისუფლებამ მოსახლეობა მაღალ ფასებთან პირისპირ დატოვა.
აგრარულ ბაზრებში მყიდველის ნაკლებობაზე ჩივიან. მოვაჭრეების თქმით, დღის მანძილზე ბაზარში ერთეული ადამიანები შედიან და ისინიც ბოსტნეულს ცალობით, რძის პროდუქტებს კი გრამობით ყიდულობენ.
ავტორი: ემა გოგოხია