მერაბ დვალიშვილის ისტორიული გამარჯვება - ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელი ჟოზე ალდო დამაჯერებელი უპირატესობით სამ რაუნდში დაამარცხა. მან UFC-ის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი მერაბ დვალიშვილმა საკუთრი განცხადებით სამშობლო კიდევ ერთხელ ასახელა. მან მთელ მსოფლიოს ხმამაღლა უთხრა, რომ რუსეთი ოკუპანტია. მან ჯერ საქართელოში მოკლა მშვიდობიანი მოქალაქეები და მიიტაცა ტერიტორიები, ახლა კი იგივეს უკრაინაში აკეთებს.